ლეიკერსის ახალი რეკორდი

კლუბის ახალი რეკორდი - 26!

ენტონი დევისმა ახალ გუნდში უკვე მოასწრო ერთი რეკორდის დამყარება. დიდი ბიჭი კალიფორნიაში დიდი ჯეკპოტისთვის ჩავიდა და პროცესში, გაერთობა, ლებრონ ჯეიმსთან ერთად რამდენიმე რეკორდსაც მიხედავს.

დევისმა მემფისთან 40 ქულა და 20 მოხსნა დასვა. კლასიკა. ლეგენდარული მაღლების სტატისტიკა. დევისი, თუ კარგად მოიქცევა და უფროსებს დაუჯერებს, პანთეონში შევა. NBA დევისს დაელოდება.

რეკორდი

მისტერ დევისმა 27 საჯარიმოდან 26 გამოიყენა. კლუბის ახალი რეკორდი - 26!

ვისი შედეგი გააუმჯობესა ვარსკვლავმა?

შაკის? არა.

კობი ბრაიანტის? ვერ გაარტყით.

ქარიმ აბდულ-ჯაბარის? ცოტა შორს ხართ.

და, ეს რეკორდი არ ეკუთვნოდა არც მეჯიქ ჯონსონს.

დევისმა დღეს, თანაგუნდელის და ლეიკერსის სათადარიგო ცენტრის - დუაიტ ჰოვარდის რეკორდი მოხსნა.

2013-ში, ლეიკერსში პირველი არდადეგების დროს, ჰოვარდმა მეჯიქთან 25 საჯარიმო (39 მცდელობიდან)  გამოიყენა. კლასიკა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დუაიტს კარიერაში თავისუფალი სროლების მხოლოდ 56.6 პროცენტი აქვს ჩაგდებული.

დევისმა ლეიკერსს 22:0 გაქცევა დაიწყო და კალიფორნიამ მოსაგები მოიგო.

ლებრონი ისვენებდა.

 

დღის მატჩი

ლეიკერსი - მემფისი 120:91 (27:32, 22:15, 39:20, 32:24)

ლეიკერსი: დევისი (40, 20, 3 დაფარება), ჯეიმსი (23+8 პასი).

მემფისი: ვალანჩუნასი (14+11 მოხსნა).