კაპიტანი

დაისვენე და ახალ გზაზე გაგვიძეხი.

ძალოსნობის ქუჩებში ლაშა ტალახაძეს თავს უხრიან. და, არა მხოლოდ ძალოსნობის. ლაშა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებში არის. წაუგებელი ფსონი. შეგიძლია, სიცოცხლე დადო და ბევრ სიცოცხლეს მოიგებ. მიშელ პფაიფერის იმ ელეგანტური პერსონაჟივით იქნები, როდესაც ეცემი და არ კვდები.

ლაშა შედეგია და ნაკრებს ჰყავს კაპიტანი.

რომელიც 4 წლის წინ თბილისში, ევროპის ჩემპიონატის დროს გავიცანი. რომელმაც ის ევროპა მოიგო. ლაშას წონაში. ტალახაძე არ იყო და ქართული ტურნირის დათმობა არ გამოდიოდა, უხერხული იყო.

ნაკრების კაპიტანი ყოველთვის სამაგალითოდ მშვიდი, ამყოლი, დამყოლი, ლიდერი და სამაგასლითო ადამიანი უნდა იყოს.

როგორც ირაკლი თურმანიძე.  

თურმანიძემ მაშინ, ოქრო დაირტყა. კარიერით, არ გაუმართლა, რომ ლაშას წონაშია. ძალოსნობის ახალი წესებით, ოლიმპიადაზე ერთ ქვეყანას ერთ წონაში ერთი სპორტსმენი უნდა ჰყავდეს. ორი აღარ მოსულა.

იკა დაკარგავს მედალს, მაგრამ კარგად მოემზადება ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და ასაღებს აიღებს.

ბოლო პერიოდში თურმანიძე ტრავმირებულია, სრული დატვირთვით ვერ ქაჩავს.

დაისვენე და ახალ გზაზე გაგვიძეხი.

კაპიტანო.