რეალმა ისკოს ფასი დაასახელა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ესპანელი ნახევარმცველი ზამთარში გუნდს დატოვებს

მადრიდის რეალი ზამთარში ისკოს გაყიდვას აპირებს. ესპანური მედიის ცნობით, ბლანკოსი მზადაა ნახევარმცველს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

 

რეალს 22-ე ნომრის გაშვება ზაფხულშიც სურდა, თუმცა როგორც ხედავთ ალარკონი კვლავ სამეფო გუნდის წევრია. აღსანიშნავია, რომ ესპანელი შუახაზელით იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი არიან დაინტერესებულები. მეტიც, ისკო პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და ქალაქელთა დამრიგებელს დიდი ხანია, რაც მისი გადაბირება სურს.

 

ისკო რეალში 2013 წლის ზაფხულში მალაგადან გადავიდა. იგი მალევე გულშემატკივართა ერთერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა და ბლანკოსის წარმატებებში დიდი წვლილი შეჰქონდა, თუმცა ბოლო დროს აშკარად მოუკლო. ამ სეზონში ფეხბურთელმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით უგოლოდაა.