დონ 59

დიეგო მარადონას სავრძელი უბოძეს

დღეს მეფე დიეგო 59 წლის გახდა... ჰოდა, აბა ისე როგორ იქნებოდა, რაიმე ორიგინალური არ გაეკეთებინა?!

წუხელ, დიეგო მარადონას გაწვრთნილი ხიმნასია ნიუელზს ესტუმრა და 4:0 მოუგო. ასეთი ანგარიშით მიულოცა გუნდმა მწვრთნელს იუბილე, თავად მარადონამ კი საკუთარი დღეობის აღსანიშნად, მასპინძლებისგან სავარძელი მიიღო, სადაც რბილად მოთავსდა და გუნდის თამაში იქიდან წაიყვანა. როგორ? აგერ, ანგარიშიდან ჩანს... 

კომფორტი უყვარს დიეგოს... 

ხიმნასიამ ნიუელზ ოლდ ბოიზი უმოწყალოდ გვემა, არადა, თავის დროზე დიეგო მარადონა ამ გუნდშიც თამაშობდა.

მარადონას ამბავი რომ ვიცით, 4:0-ზე ის არ გაჩერდებოდა და სტადიონის მიღმაც გააგრძელებდა, მით უმეტეს, რომ მისი ხელმძღვანელობით ხიმნასიამ მესამე მატჩიდან მეორე მოიგო...