ინგლისის ნაკრებს ახალი ზელანდიის უპატივცემულობა არ აპატიეს

ბრიტანელებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს 

მსოფლიო რაგბიმ ინგლისის ნაკრები დასაჯა. საქმე იმაშია, რომ ბრიტანელებსა და ახალ ზელანდიას შორის გამართული მსოფლიო თასის ნახევარფინალში ჰაკას შესრულებისას, ბრიტანელებმა წესები დაარღვიეს და მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, რაც მეტოქის ახალ ზელანდიელთა უპატივცემულობად შეფასდა. ინგლისელებს 2000 გირვანქას გადახდა მოუწევთ.

 

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა 2011 წელს მსოფლიო თასის ფინალშიც დაფიქსირდა. 8 წლის წინ ერთმანეთს საფრანგეთი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ, ფრანგებმა კი ჰაკას დროს ისარი გამოსახეს, რაც ასევე მეტოქისადმი უპატივცემულობად ჩაითვალა და საფრანგეთი 2500 ევროთი დააჯარიმეს.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ფინალი 2 ნოემბერს გაიმართება და ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, 1 დღით ადრე კი უელსისა და ახალი ზელანდიის გუნდები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.