გუარდიოლა: ძალიან კარგი მწვრთნელები ვერაფერს იგებენ, რადგან არ ჰყავთ მესი

"ბაიერნშიც იმავეს დანერგვას ვცდილობდი რაც ბარსაში გავაკეთე, თუმცა..."

ბარსელონას დატოვების შემდეგ, გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვეღარ მოახერხა. თავად კატალონიელმა სპეციალისტმაც აღიარა, რომ მსოფლიოში ბევრი კარგი მწვრთნელი არსებობს, რომლებსაც ტიტულის მოგება არ გამოუვიდათ, რადგან მათ არ ჰყავდათ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლეო მესია.

 

თავის მხრივ, პეპის წასვლის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე არგენტინელმაც წარმატებას მხოლოდ ერთხელ მიაღწია.

 

„ბევრი კარგი მწვრთნელი არსებობს, რომლებმაც ტიტული ვერ მოიგეს, რადგან ისეთი ფეხბურთელი არ ჰყავდათ, როგორიც მესია“ - ეს სიტყვები გუარდიოლამ Catalunya Radios-თან თქვა.

 

„ვერ წარმოიდგენია მისი მსგავსი ფეხბურთელი სამყაროს კიდევ მოევლინოს. მწვრთნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ეს სპორტი სწორედ მოთამაშეებს ეკუთვნით.

 

წარსულში ბარსელონა მენდო და პირველი გუნდი ჩამაბარა, ლაპორტას სახით კი შესანიშნავი პრეზიდენტი გვყავდა. ჩემ გუნდში გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად მესის დარი ტალანტი თამაშობდა, რაც ძალიან დიდი ფუფუნება იყო“

 

 

გუარდიოლას ბარსაში ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მესის „ცრუ ცხრიანზე“ გადაყვანას უკავშირდება. თავად პეპს სჯერა, რომ წარმატებების გასაღები სწორედ ეს იყო

 

„იმ გუნდში ფეხბურთელი არ არსებობდა, რომელიც დაცვაზე არ ფიქრობდა, თუმცა მწვრთნელმა მათი შესაძლებლობებიც უნდა გაითვალისწინო.

 

მესის ეპოქამდე, ბარსელონას მიქაელ ლაუდრუპის წარმატებული პერიოდიც ახსოვს, რომელიც ასევე „ცრუ ცხრინის“ პოზიციაზე თამაშობდა.

 

ბაიერნში იმავეს დანერგვას ვცდილობდი, თუმცა იქ ისეთი ფეხბურთელი არ მყავდა, რომელიც 3 კაცის მოტყუებას და გოლის გატანას შეძლებდა, ამიტომ ალტერნატივების მოძიება დამჭირდა“