გორგოძემ ნანტი წარმატებით დაიწყო! - ქართველი 1/8-ში გავიდა!

1/8-ში ესპანელი გველოდება...

საფრანგეთში, ნანტის ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 დოლარია, ასპარეზობა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მასპინძელი სარა კაკარევიჩი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი ფრანგმა პირველივე ჩაწოდებაზე მოპოვებული ბრეიკით მოიგო,  გორგოძემ მობილიზაცია შეძლო და ანგარიში გაათანაბრა.

 

მესამე სეტში გოგონებმა ბრეიკები გაცვალეს და როდესაც ქართველის სასარგებლოდ ანგარიში 6:5 იყო, ეკატერინემ მეტოქის ჩაწოდებაზე იყოჩაღა, თაი ბრეიკამდე საქმე არ მიიყვანა და ანგარიშით 7:5 მატჩი მოიგო.

 

საბოლოოდ - 2:1 (4:6; 6:4; 7:5)

 

1/8 ფინალში გორგოძის მეტოქე ესპანელი კრისტინა ბუკსა იქნება, რომელიც ამჟამად WTA-ს რეიტინგის 205-ე ნომერია და ქართველს 5 პოზიციით ჩამორჩება.