დონალდ ტრამპი UFC-ის მატჩზე?

ტრამპი UFC-ის ყოველთვის აფინანსებდა

2 ნოემბერს UFC-ის ეგიდით ნეიტ დიაზი და ხორხე მასვიდალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. როგორც გაირკვა, ამ შეხვედრას აშშ-ს მოქმედი და რიგით 45 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა დაესწროს. ამის შესახებ თეთრი სახლის კორესპონდენტი ენი კარნი წერს. უკვე დიდი ხანია ტრამპი სპორტის ამ სახეობას აფინანსებს, რის გამოც UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს, მისთვის მადლიერების გამოხატვა არასდროს ავიწყდება.

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპს დარბაზში სპეციალურ ადგილს გამოუყოფენ, რათა ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრას თვალი კომფორტულად მიადევნოს. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს.