ჯეიმს ჰარდენი - ახალი სერიული მკვლელი

ჰიუსტონმა 159 ქულით ძირითად დროში კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა.

ვაშინგტონთან ჯეიმს ჰარდენმა 59 ქულა დააგროვა. ჯეიმსმა სტარტზე ვერ აკრიფა და აქ, დონალდ ტრამპის და ალექსანდრ ოვეჩკინის ქალაქში, ჯეიმსმა კაპიტოლიუმი დაანგრია და ნანგრევებზე ლეონიდესავით ამაყი იდგა.

ეს ჯეიმსის დიდების, მისი უკვდავების წუთები იყო.

ბოლო მეოთხედში ჰიუსტონი 12 ქულას აგებს. და, ტექსასური ხერხი დაბრუნდა. ოდნავ პასიური, მაგრამ მეთოდური და ალესილი რასელ უესთბრუქით. კიდევ ერთი სამმაგი დუბლი. კიდევ ერთი ნაბიჯი უკდავებისკენ.

133:121 ვაშინგტონის. რჩება 8 წუთზე ნაკლები. და, ჯეიმსმა ჰიუსტონის შემდეგი 23 ქულიდან 16 აიღო. მონსტრმა გაიღვიძა.

ჰიუსტონმა 159 ქულით ძირითად დროში კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა.

ტოტალური საგიჟეთი - 43 ზუსტი სამიანი, ვაშინგტონის სათადარიგოებმა 46 ქულა დასვეს. ჰარდენმა 18/17 საჯარიმო გამოიყენა.

ჯეიმსი იყო კლდე, რომელსაც ვაშინგტონი შეასკდა. და, ჩამოიშალა. ჰარდენი იდგა და მის გარშემო უკვდავების არმია იკრიბებეოდა.

სტეფის ხელი

გოლდენ სტეიტმა საკუთარ დარბაზში პირველი მეოთხედი ფინიქსთან 14:43 წააგო. თამაშიც დატოვა. და, სტეფ კარიმ ხელი მოიტეხა. ეს გუნდი დასავლეთში ბოლო ადგილზე გავა. ძველი სიდიადე ძვირად შეფასდა. გოლდენ სტეიტი და სტივ კერი მიწაზე ეშვებიან.

ბითაძის წუთები

არასტაბილურ ბრუკლინთან ინდიანამ სეზონში პირველი თამაში მოიგო. 118:108. დაილეწა მაილზ ტერნერი და გოგამ არასრული 9 წუთი დაირტყა. ერთხელ ისროლა, ვერ ჩააგდო და თამაში 1 მოხსნით, 1 დაფარებით და 1 პასით დახურა. ფოლიც მიიღო.

 

დღის მატჩი

ვაშინგტონი - ჰიუსტონი 158:159 (34:35, 43:41, 40:35, 41:48)

ვაშინგტონი: ბილი (46, 8 პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა), ჰაჩიმურა (23), ბერთანსი (21).

ჰიუსტონი: ჰარდენი (59,  ), კაპელა (21, 12 მოხსნა), უესთბრუქი (17, 12 პასი, 10 მოხსნა).