გოლი ჰგავს? ჰგავს. პასი ჰგავს? ჰგავს... (+VIDEO)

კრიშტიანუ რონალდუს შვილი ბრწყინვალედ თამაშობს იუვენტუსის ბავშვთა გუნდში, კერძოდ, U 9–ში. კრიშტიანუ ჟუნიორმა 28 მატჩში 58 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ ერთ თამაშში ორ გოლზე მეტიც კი.

კიდევ, 18 საგოლე პასიც მოუგროვდა. მართალია, ბავშვებში გოლები გაცილებით ხშირად გადის, მაგრამ მაინც გადასარევი სტატისტიკაა.

 

პატარა კრიშტიანუც 7 ნომრით თამშობს. მოძრაობებითაც, დააკვირდით, როგორ ჰგავს... გოლი ჰგავს? ჰგავს. პასი ჰგავს? ჰგავს.