ბოლქვაძე ჩინელებს არ ახარებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ ლიუჟეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.  ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი სიუ ზუნი 2 სეტში 6:2; 6:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძემ წინა შეხვედრაშიც ჩინელ მეტოქეს მოუგო და მასთანაც 6:2; 6:2 იმარჯვა. დღევანდელი მოგებისთვის მარიამს, რომელიც მე-4 ნომრად არის განთესილი 56 წუთი დასჭირდა. აქვე გეტყვით, რომ 21 წლის ჩოგბურთელის მომავალი მეტოქე ავსტრალიელი არინა როდიონოვა იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ ლიუჟეში მიმდინარე ტურნირზე სოფიო შაფათავაც გამოდიოდა, რომელიც მეორე წრეში გერგიანა სერბანთან 3:6; 2:6 დამარცხდა.