პსჟ-მ ვერატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტუხელის გუნდმა ლიდერი შეინარჩუნა 

მარკო ვერატიმ პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. წინათ ცნობილი იყო, რომ იტალიელი ფრანგულ გუნდში 2021 წლამდე უნდა დარჩენილიყო, განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ის ტუხელის გუნდის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

 

ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ლიგა 1 (6), საფრანგეთის თასი (4) და სუპერთასი (5) მოიგო. ამ სეზონში ვერატიმ ფრანგთა მაისურა 13-ჯერ მოირგო და ჯერჯერობით უგოლოდაა.

 

რაც შეეხება პსჟ-ს, დედაქალაქელები ლიგა 1-ში 27 ქულით პირველ ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში კი 9 ქულას მოუყარეს თავი და იქაც ცხრილის სათავეში მოექცნენ.