ჯარიმამდე წუთით მეტი...

ბეილმა ჭკუა ისწავლა

ლეგანესთან წუხანდელი მატჩისას რეალის უელსელი შემტევი გარეთ ბეილი ტრიბუნაზე იჯდა. მას მადრიდელთა მეხუთე გოლი არ უნახავს, რადგანაც სტადიონი 81-ე წუთზე დატოვა... 

ზოგადად, რეალის შინაგანაწესის თანახმად ფეხბურთელი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო არ თამაშობს, ვალდებულია, გუნდის საშინაო მატჩს  დაესწროს. ხოლო დამგვიანებელი და მე-80 წუთამდე სტადიონის დამტოვებელი მსუყე თანხით ჯარიმდება. ბეილი, დამგვიანებელი და სტადიონიდან ნაადრევად წასულიც, ბევრჯერ უნახავთ. შარშიც რამდენჯერმე გაეხვა. ეგ კი არა, მარტში, ბარსელონასთან მატჩისას როცა შეცვალეს, უელსელი სათადარიგოთა სკამზეც არ გაჩერებულა,პირდაპირ გასახდელს მიაშურა და შინ ისე წავიდა, მოედნისკენ აღარც გაუხედავს.

ლეგანესთან მატჩისას სტადიონიდან წასვლის დროც ამად გახდა საყურადღებო... გარეთ ბეილს ახლა აღარ დააჯარიმებენ...