კარი დაიხურა

სტეფის გარეშე მძიმე იქნება.

გოლდენ სტეიტმა სტეფ კარი დაკარგა. კლუბის ისტორიაში ყველაზე გავლენიანმა და ტიტულოვანმა პერსონაჟმა ფინიქსთან (წაგებულ) ტესტში ხელი მოიტეხა.

სტეფი ჩვეულებრივ ეპიზოდში სანზის ღონიერ ცენტრ არონ ბეინსს ვერ გაეცალა და დიდი ბიჭი სტეფზე დაეშვა. კარის ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, მაგრამ გოლდენ სტეიტი ჯოკრის გარეშე ვერ იყომარებს.

სტეფი დიდია. კარის აქვს პოტენციალი, რომ ყველა დროის საუკეთესოებში შევიდეს. კარის აქვს პოტენციალი, რომ ბევრი პერსონალური რეკორდი გააუმჯობესოს. კარი უკვე ლეგენდაა.

გოლდენ სტეიტს მძიმე პერიოდი აქვს. გუნდი ვერ ქაჩავს ახალი რესურსით და გუნდმა დაკარგა ენერჯაიზერი. გუნდმა დაკარგა სისხლი. დონორი ჯერ არ ჩანს.

სტეფი უკვე სტატისტიკაზე მეტს ტოვებს. ის გავლენაა. ყველაზე - იმ, მეორე გუნდზე, მსაჯებზე, აუდიტორიაზე და რა თქმა უნდა, საკუთარ გუნდზე.

სტეფის გარეშე მძიმე იქნება.

უორიორზისთვის კარი დაიხურა.