ზლატანის ესპანეთი? არა, რეკლამა

ლოს–ანჯელეს გელაქსის შვედმა ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Twitter–ზე ისეთი პოსტი გამოაქვეყნა, კვლავ მიიპყრო ყურადღება:

„ესპანეთო, სამადლობელი არაფერია“.

 

რამდენიმე დღის წინ ზლატანმა გამოაქვეყნა ასეთი წერილი: „გამარჯობა, ესპანეთო! მე ვბრუნდები“. და ამის წაკითხვისას ყველამ ჩათვალა, რომ იბრაჰიმოვიჩი ესპანეთის ლა ლიგაში მიდიოდა სათამაშოდ. ვერსიებიც გაჩნდა: რეალი? არა, ბარსელონა... იქნებ, ატლეტიკო?   

 

აღმოჩნდა, რომ იბრა ესპანური საბუკმეკერო კანტორა Bethard–ის სარეკლამო სახე გახდა და ესპანეთსაც ამიტომ მიესალმა...