პიკე: ნეიმარს ვუთხარით, რომ ოქროს გალიაში მიდიოდა

"ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნება გვინდოდა"

რაც ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარი არ წყდება. ამას ფეხბურთელიც ხელს უწყობს, უბრალოდ, ბარსადან წასვლა მისი ნება იყო, პარიზიდან კი არ უშვებენ. პიკემ სწორედ ამ თემაზე ისაუბრა El Laguero-თან ისაუბრა

 

„როდესაც ნეიმარი პსჟ-ში მიდიოდა, ვუთხარით რომ ოქროს ციხეში მიდიოდა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

ბართომეუს (ბარსელონას პრეზიდენტს) ვთხოვეთ, იქნებ რაიმე საშუალება მოენახა და ფეხბურთელი გამოგვესყიდა. Fair Play-ის პატივს ვცემთ, შეუძლებელი იყო ერთიანი ფული გადაგვეხადა, ამიტომ პრეზიდენტს ვუთხარით რომ შეეძლო ხელფასები მეორე ან მესამე წელს მოეცა. თუმცა, საბოლოოდ, წინადადებაზე პსჟ არ წამოვიდა“, - თქვა პიკემ