ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

ერთი წლის 5 მწვრთნელშია, მეორეს კი პირველზე თითქმის 3-ჯერ მეტი ხელფასი აქვს...

The sun-ის ინფორმაციით, ხოსეპ გუარდიოლა ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, თანაც არა მარტო ფეხბურთში, არამედ სპორტის ყველა სახეობაში.

 

ეპანელი მწვრთნელის გასამრჯელო წელიწადში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, მეორე ადგილზე მყოფი მაურისიო პოჩეტინოს - 8,5 მილიონი ფუნტია; ოლე-გუნარ სულშერის -7,5 მილიონი ფუნტი; კლოპს კი 7 მილიონი ფუნტი ერგება.

 

მიუხედავად იმისა, რომ გუარდიოლამ წინა სეზონში 98 ქულა მოაგროვა, ის წლის საუკეთესო 5 მწვრთნელში ვერ მოხვდა, იქ კი იურგენ კლოპია, რომელსაც დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს.

 

წლის საუკეთესო მწვრთნელების მოკლე სია ასე გამოიყურება: კლოპი; ალეგრი; ტენ ჰაგი, ბელმადი და ფერნანდო სანტოში.