მარსელოს ისტორია - ლიგის ფინალში სუნთქვა არ შემეძლო

"ქიმთან დარეკვაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვშიშობდი, რომ შესაძლოა მოედანზე სათამაშოდ არ გავეშვი"

აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, როდესაც ფინალში რეალი და ლივერპული დაუპირისპირდნენ, მარსელოს სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა ტკივილი ექიმს დაუმალა, რადგან ეშინოდა, რომ მოედანზე გასვლის უფლებას არ მისცემდნენ... 

 

მისი წერილი, სწორედ ამ თამაშის მოლოდინსა და მინდორზე გასვლას ეძღვნება.

 

"სუნთქვა აღარ შემეძლო და ვცდილობდი პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. ეს გასახდელში მოხდა, სანამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულთან სათამაშოდ გავიდოდით. 

 

ვიგრძენი, თითქოს მკერდში რაღაც გაჩხერილი მქონდა. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. იცით ეს რა გრძნობაა? ნერვებზე არ ვსაუბრობ, ეგ ფეხბურთში ნორმალურია. ეს რაღაც სხვა იყო, თითქოს სული მეხუთებოდა. 

 

ყველაფერი ფინალის წინა ღამეს დაიწყო. ჭამა და ძილი არ შემეძლო. 

 

მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი. ეს სასაცილო იყო, განსაკუთრებით ჩემი მეუღლის, კლარისას გამო. მას აცოფებს როდესაც ფრჩხილების ჭამას ვიწყებ. ეს ჩვევა წლების წინ მოვიშორე. 

 

არა, არ მომიშორებია, ასე მეგონა, რადგან ფინალის დღეს დილას ავდექი და ვნახე რომ ფრჩხილები აღარ მქონდა. 

 

მცირე ნერვიულობა ფეხბურთში შეიძლება.თუ ფინალის წინ შეშფოთებული არ ხარ, მაშინ რეალური ადამიანიც ვერ იქნები. 

 


 

რაც არ უნდა მაგარი ფეხბურთელი იყო, ფინალის წინ ფიქრობ, რომ უბრალოდ არ უნდა ჩაისვარო. მატჩის წინ, მხოლოდ ესაა ჭეშმარიტება. 

 

ლივერპულთან თამაშამდე დიდ წნეხს ვგრძნობდი. შესაძლოა ადამიანებმა იფიქრონ, რომ ეს უცნაურია, მე ხომ მიყოლებით 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოგებული უკვე მქონდა.

 

გარშემო ვიყურებოდი და ვხედავდი რომ ყველას ლივერპულის გამარჯვება უნდოდა. 

 

თუ შანსი გაქვს ისტორია შექმნა, ზეწოლას გრძნობ. სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის მგრძნობელობა მომატებული მქონდა. ასეთი შფოთი აქამდე არასდროს მეგრძნო, არ ვიცოდი რა ხდებოდა. 

 

ექიმთან დარეკვაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვშიშობდი, რომ შესაძლოა მოედანზე სათამაშოდ არ გავეშვი. მე კი მოედანზე მინდოდა - 100%-ით. საკუთარ თავთან რაღაცები დასამტკიცებელი მქონდა. 

 

ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ერთერთ საფეხბურთო შოუში ჩემზე რაღაც თქვა და ეს ფიქრი არ მშორდებოდა.

 

ჰკითხეს ფეხბურთის შესახებ რას ფიქრობდა, მან კი უპასუხა: "ვფიქრობ, მარსელო მოჰამედ სალაჰის პოსტერს იყიდის, კედელზე ჩამოკიდებს და მასზე ყოველ ღამე ილოცებს"

 


 

12 წლისა და 3 ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ის ტელევიზიაში ჩემზე ასე აგდებულად საუბრობდა. ამ კომენტარს უნდა გავენადგურებინე, მაგრამ პირიქით მოხდა - დიდი მოტივაცია შემძინა. 

 

მინდოდა ისტორია შემექმნა. ბრაზილიაში ბავშვებს ჩემთვის ისე მინდოდა შემოეხედათ, როგორც ადრე რობერტო კარლოსს თავად ვუყურებდი. მინდოდა პატარებს თმები ისე გაეზარდათ, როგორც მე მაქვს. ხვდებით რას ვამბობ? 

 

ასე ვიჯექი გასახდელში, ვცდილობდი მესუნთქა, რა დროსაც საკუთარ თავს ვკითხე: "მსოფლიოში ფეხბურთს რამდენი ბავშვი თამაშობს? რამდენი ოცნებობს რომ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოვიდეს? მილიონები, მილიონები, მილიონები. დამშვიდდი და დროა ზოანარი შეიკრა, მეგობარო"

 

ვიცოდი, რომ მოედანზე როცა გავიდოდი, უკვე ნორმალურად ვიქნებოდი. ჩემი აზრით, მოედანზე ცუდი არაფერი შეიძლება მოხდეს.

 

როდესაც ქაოსში იზრდები, შეიძლება შენ გარშემო ყველაფერი სიგიჟეს დაემსგავსოს, მაგრამ თუ ფეხებში ბურთი გაქვს, მაშინ ფიქრს წყვეტ. გარშემო სიჩუმე და სიწყნარეა. 

 

როდესაც საბოლოოდ ბალახზე შევედი, სუნთქვის პრობლემა ისევ მქონდა და ვფიქრობდი "თუ აქ მოვკვდები, ჯანდაბას, ყველაფერი ალბათ ასეც უნდა დამთავრდეს..."

 

ის თამაში რეალმა 3:1 მოიგო...

 

Marcelo