კავაი I

მეფე ლოს ანჯელესშია. და ეს არ არის ლებრონი.

NBA კავაი ლეონარდის ლიგაა. კლიპერსმა ყველაზე დამოუკიდებელი და მოტივირებული მოთამაშე დაიმატა. და კავაი იგებს. ხანდახან, ლეონარდიც წააგებს, მაგრამ გუნდი მისგან ყოველთვის მაქსიმუმს მიიღებს. ლეონარდი კლასი და ყველაზე მარტივი დომინაციაა.

სან ანტონიოსთან კლიპერსი უშანსოდ იყო. სპერსი სიღრმით, ენეგიით ყომარობდა, დაცვაში ბევრ პრობლემას უქმნიდა ფავორიტს და სპერსი უკეთესი გუნდი იყო.

უბრალოდ, კლიპერსმა აუშვა კავაი და ყველაფერი შეიცვალა. უბრალოდ, კავაი მზად იყო. ალბათ, როგორც ყოველთვის და ლეგენდამ თითქმის ყველაფერი ჩააგდო. ეს ჩეხვა, რომელსაც კალათბურთი ყურადღებით ჩაუჯდა, კავაის დღე გახდა.

პოლ ჯორჯთან ერთად ლეონარდი საქმეს უფრო მეთოდურად მიხედავს და პოლ ჯორჯის გარეშე კავაი თავდახრილი ასკდება ყველას. ლეონარდი ბულტერიერია, რომელსაც ატროფირებული აქვს ტკივილის გრძნობა.

ლეონარდი ჯეკპოტია.

ლეონარდმა სპერსთან 32/15 სროლა გამოიყენა და კავაიმ კომპლიმენტები გრეგ პოპოვიჩისგან მიიღო. გრეგს ახსოვს ბიჭი. რომელმაც სპერსს ბოლო საჩემპიონო ბონუსი აჩუქა და იმ სერიის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მეფე ლოს ანჯელესშია. და ეს არ არის ლებრონი.

 

დღის მატჩი

კლიპერსი - სან ანტონიო 103:97 (23:24, 27:24, 30:27, 23:22)

კლიპერსი: ლეონარდი (38, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა), ჰარელი (24), უილიამსი (12).

სან ანტონიო: დეროუზენი (29, 7 მოხსნა), უაითი (20), გეი (9, 12 მოხსნა).