იმიტომ, რომ როჯერი ფედერერია

ესპანელი და სერბი ჯერ, უკან არიან. 

რაფაელ ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დომინანტი სპორტსმენია. ესპანელი აუცილებლად მოიგებს ერთეულებში მეოცე მეიჯორს (დიდი სლემის ტურნირს).

ნოვაკ ჯოკოვიჩი (ბიორნ ბორგთან ერთად) ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე გამძლე ტიპია. ის კიდევ ორი წლით დაგვღლის ჩვენ და მოწინააღმდეგეებს. ნოვაკი კლასიკაა.

ამ თაობიდან რომელიმეს გამორჩევა რთულია. ბევრს აქვს კლასი, მოგების სურვილი და ბევრი უკვე ბევრს იგებს, მაგრამ ეს, სამი კაშალოტი სხვაგან არის. ისინი აპობენ ტალღებს და პოსეიდონიც თავს უხრის მათ სიმშვიდეს, უკვდავობას.

ნადალი ამ სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს. იმიტომ, რომ ესპანელი საუკეთესო, ყველაზე სტაბილური იყო.

ჯოკოვიჩი სეზონს ორი მოგებული სლემით (ავსტრალია, უიმბლდონი) კრავს და ნოვაკი კარგი, მაგრამ ცოტა იყო. სერბს დააკლდა სტამინა და სერბი ამას შემდეგი სეზონიდან მიხედავს.

რაფაელი არ იღლება. რაფაელი დასვენებით უფრო იღლება და მატადორმა უნდა ირბინოს, დაიჭრას, დაჭრას, თავი დაუხაროს ბრბოს და კიდევ ერთი კორიდა დახუროს. ეს მისი ცხოვრებაა. ეს მისი გზაა.

და, როდესაც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ, ესპანელი და სერბი ჯერ, უკან არიან. უკან იქნებიან.  

პირველზე როჯერია.

იმიტომ, რომ ის ფედერერია.

მომავალ შეხედრამდე.