ნეიტ დიაზი BMF-ის ქამარზე: ეს ტიტული ჩემია, ის მე შევქმენი

დიაზი - მასვიდალის ბრძოლამდე სულ ცოტა დრო დარჩა

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა ნეიტ დიაზმა 2 ნოემბერს ხორხე მასვიდალის წინააღმდეგ გასამართ სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა.

 

„სპორტული კარიერის მანძილზე, არასდროს დავსდევდი ქამარს. ერთადერთი, რაც მსურდა ეს ორთაბრძოლებია. როდესაც აქ მოვედი, მაშინ ჩემპიონი ბი ჯეი პენი იყო, ამიტომ მას უდიდეს პატივს ვცემ. უბრალოდ ვჩხუბობდი და ვამტკიცებდი, რომ საუკეთესო მებრძოლი ვარ. სხვების მსგავსად არ დავსდევდი ქამარს. ახლა კი, საჩემპიონო ჩხუბის დრო მოვიდა. ნებისმიერ შემთხვევაში “BMF” ჩემია, რადგან ის მე შევქმენი“, - თქვა დიაზმა.

 

შეგახსენებთ, რომ დიაზის და მასვიდალის დაპირისპირება ნიუ იორკში 2 ნოემბერს გაიმართება.