ბოლქვაძეს ტრავმები არ ასვენებს - ქართველი 1/4 ფინალიდან მოეხსნა

ქართველი ჩოგბურთელი ამ შეხვედრაში ფავორიტად ითვლებოდა...

მარიამ ბოლქვაძე ჩინეთში, ლიუჩუეში გამართული ტურნირის 1/4-ში გავიდა, თუმცა ავსტრალიელ არინა როდიონოვასთან პირველი სეტიც ვერ ჩაამთავრა და ტრავმის გამო გათამაშებიდან მოეხსნა.

 

არადა, ქართველი ჩოგბურთელი ფავორიტად მოიაზრებოდა, რადგან ის WTA რეიტინგში 158-ე ნომერია, მოწინააღმდეგე კი - 235-ე.

 

ბოლქვაძემ ეს ტურნირი შესანიშნავად დაიწყო და სეტის წაუგებლად ორი ჩინელი, ჩელ იუე (6:2; 6:2), შემდეგ კი ძიუ სანი (6:2; 6:2) დაამარცხა.