ახალი ზელანდია VS უელსი - ALL BLACKS-ი მედლის გარეშე არ დარჩა

ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მედალის გარეშე მხოლოდ ორჯერ დარჩა...

რაგბიში, ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი ფავორიტი ყოველთვის არის. მათთვის მესამე ადგილი შესაქები შედეგი არ არის, თუმცა სამშობლოში უმედლოდ დაბრუნება კიდევ უფრო დიდი წარუმატებლობა იქნებოდა - ასე ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა 1999-სა და 2007 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული 3-ჯერ (1987; 2011; 2015) აქვთ, მეორეზე ერთხელ (1995) წელს გავიდნენ;  მესამეზე კი ორჯერ (1991; 2003)

 

უელსისთვის ისტორიაში ყველაზე კარგი შედეგი შორეულ 1987 წელს დაფიქსირდა, როდესაც ავსტრალიას მესამე ადგილისთვის შეხვედრა 22:21 მოუგეს. ამის შემდეგ მედალი ვერა და ვერ მოიპოვეს.

 

ეს შეხვედრა ზელანდიელების უპირატესობით წარიმართა, რომლებიც მე-15 წუთზე ორი გარდასახული ლელოთი წინ გავიდნენ. უელსელებმა გაიბრძოლეს, 28-ე წუთზე ანგარიში 14:10-იც გახდა, თუმცა ALL BLACKS-ი კიდევ ორი გარდასახული ლელოთი წინ გავიდა და პირველ ნახევარში ანგარიში 28:10 მოიგო. 

 

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა, ზელანდიელებმა შექმნილი უპირატესობა 5-ით გაზარდეს და მეორე ნახევარი 12:7 მოიგეს. 

 

საბოლოოდ 40:17 ახალი ზელანდიის სასარგებლოდ. 

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 2 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.