ძველი ბიჭები 2-2 თამაშით დასაჯეს

ფილადელფიას ემბიდი პორტლენდში ვოიაჟის დროს დააკლდება. 

ფილადელფია შემდეგ ორ შეხვედრას ჯოელ ემბიდის გარეშე ჩაატარებს.

მინესოტას მომდევნო ორ გარჩევაში კარლ-ენტონი თაუნზი ვერ დაეხმარება.

ლიგამ ნიჭიერი ახალგაზრდები ჩხუბის და ძველბიჭობის გამო დასაჯა. ორივემ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ამ ლიგაში ჩხუბი არ მოსულა. ვარსკვლავები ახალგაზრდებისთვის მხოლოდ დადებითი პერსონაჟები უნდა იყვნენ. როგორც - ლარი, მეჯიქი, ტიმი, ჰაკიმი, ლებრონი.

ემბიდი მონსტრია. რომელიც მიმდინარე რეგულარულში საშუალოდ 23.3 ქულას, 10.3 მოხსნას იღებს. ემბიდი ტერორია. ემბიდმა ფილადელფიას მომავალი აჩუქა.

თაუნზი სუსტ მინესოტაში და ძლიერ დასავლეთში თამაშობს. და, ბიჭს კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს. 27.3 ქულით, 11.5 მოხსნით. თაუნზმა მოუმატა დაცვაში.

ფილადელფიას ემბიდი პორტლენდში ვოიაჟის დროს დააკლდება. მაგრად დააკლდება. იქ მეხუთე ნომერზე ჰასან უაითსაიდი დადგეს.

მინესოტა ვაშინგტონში ჩადის. სუსტ და ასაწყობ გუნდთან სპარინგზე. მინესოტამ უნდა მოიგოს. ან - ვერ მოიგებს.

ამ სეზონში ფილადელფია ჩემპიონობისთვის ემზადება. შანსი არის. მინესოტას მაქსიმუმი ფლეი ოფის პირველი წრეა.

კარგი დასვენება, ბიჭებო.