ბათუმის დინამოს პრეზიდენტი: "სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს!"

ბათუმის დინამოს მფლობელმა არჩილ ბერიძემ საჩხერის ჩიხურასთან 0:2 წაგების შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს”.

 

ფაქტია, ეს განცხადება ბათუმის დინამოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ჩიხურასთან მატჩს გიორგი კიკაჩეიშვილი მსაჯობდა და ცოტა არ იყოს, საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო: პირველ ტაიმში პენალტი არ დანიშნა ჩიხურას კარში (მაისაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი), მეორეში კი სახიფათო ჯარიმა ჯოვინო ფლამარიონის წაქცევისთვის.

 

ბათუმის დინამო ისევ ლიდერია, მაგრამ უკვე მძიმე მდგომარეობაშია: თბილისის დინამო თუ ამ ტურში მოიგებს, ორი ქულით გაუსწრებს ბათუმელებს.