სერხიო რამოსის რეკორდები! ლეგენდა ციფრებში!

სამეფო კლუბის უკვდავი ლეგენდა

სანამ რეალისა და ლეგანესის მატჩი დაიწყებოდა, სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრები რამოსს ოვაციით შეეგებნენ. საქმე იმაშია, რომ მან ესპანეთის ნაკრებში თავისი 168-ე თამაში ჩაატარა, რითაც მადრიდელთა კიდევ ერთ ლეგენდას, იკერ კასილასს გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

 

ამასთან ერთად, სერხიო რამოსი მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველიცაა. მას 16 სეზონია ლა ლიგაში მინიმუმ 2 გოლი გააქვს. ერთადერთი სეზონი, როდესაც ეს ვერ მოახერხა, 2003-04 წლების ჩემპიონატი იყო, სადაც სევილიას რიგებში დებიუტი ჰქონდა და მონაწილეობა მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო.

 

ამ კომპონენტში, ლა ლიგის ისტორიაში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს: პირო გაინზას (ბილბაოს ატლეტიკი), რომელმაც 19 სეზონში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა; სანტილიანას (მადრიდის რეალი), რომელმაც იგივე 17 სეზონის განმავლობაში შეძლო და ხოაკინს (რეალ ბეტისი, ვალენსია და მალაგა), რომელსაც იგივე მაჩვენებელი აგრეთვე 17 სეზონია აქვს (*აქვე ითვლება ფიორენტინაში გატარებული 2 სეზონიც)

 

რაულის მსგავსად, მიყოლებით 16 სეზონი გოლი პაკო ჯენტოს, ადელარდო როდრიგეზს, ენრიკე კოლარს, ლიონელ მესის, რაულსა და კუინის გაჰქონდათ/გააქვთ.

 

მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი

 

ლა ლიგის ისტორიაში 62 გოლით რეალის ლეგენდა აქ უკვე მესამეა.

 

105 გოლით პირველ ადგილზე ფერნანდო იეროა, თუმცა აქედან 44 მან ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუაში გაიტანა. საუკეთესო სეზონი მისთვის 1991/92 წლები იყო, სადაც 21 გოლის გატანა შეძლო.

 

რონალდ კუმანი ლა ლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე გამტანი მცველია. ბარსელონაში თამაშისას მის ანგარიშზე 67 გოლია. მისი შედეგიანობის 68.65% პენალტებზე მოდის, რომელთაგან 52 მცდელობიდან 46 გამოიყენა.

 

თანამედროვე მსოფლიოში, რამოსის 62 გოლს ტოპ 5 ჩემპიონატში ვერავინ უახლოვდება. მონაკოში ნალდოს 36 გოლი აქვს გატანილი; კოლაროვს კი რომაში 31.

 

სერხიომ ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს წინააღმდეგ მე-12 გოლი გაიტანა, რითაც რეალის კიდევ ერთ ლეგენდას, რობერტო კარლოსს მიუახლოვდა, რომელსაც ამ ტურნირზე 16 გოლი აქვს გატანილი.

 

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელთან რამოსზე ახლოს პიკე იმყოფება, რომელსაც მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 16 გოლი დაუგროვდა.

 

სანაკრებო რეკორდები

 

სერხიო რამოსი ის ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში მოგებული შეხვედრებით რეკორდი დაამყარა (168-დან 125)

 

ის მხოლოდ 1 გატანილი გოლით ჩამორჩება არგენტინელ მცველ დანიელ პასარელას, რომელმაც ნაკრებში 22 გოლი გაიტანა.