ეთერ ლიპარტელიანის ოქრო! ქართველმა ფინალში რუსი დაამარცხა!

მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მოგების შემდეგ, ეს ქართველი სპორტსმენისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა.

რუსეთის ქალაქს იჟევსკში ძიუდოში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალში რუს დანა ნაგუჩევას დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა!!!

 

ლიპარტელიანმა ფინალამდე ჯერ ბრიჯიტა ვარგასს 27 წამში, ტოპოლოვეცს 14 წამში, ნახევარფინალში კი ვილსა გომესს ერთ წუთში მოუგო.

 

მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მოგების შემდეგ, ეს ქართველი სპორტსმენისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა.

 

ვაჟებში ქართველმა ძიუდოისტებმა, ჯაბა პაპინაშვილმა და თეიმურაზ ნოზაძემ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.