თბილისური დერბი - ლელო აკადემიას დაუხვდა!

ლიდერბეთის დიდი ათის მეშვიდე ტური დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერბეთის დიდი ათის გათამაშებაში ამ ტურამდე ლელო მოპოვებული ქულებით მხოლოდ პირველ-მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს, ქუთაისის აიასა და რუსთავის ხარებს ჩამორჩებოდა, ცხრილში იმ პოზიციას იკავებდნენ, რომელიც ამ გუნდს არ შეეფერება. ის შემადგენლობა რომელიც ჰყავს, უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს.

 

თამაშის მიმდინარეობა მეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ შეხვედრა ერთმა ქულამ გადაწყვიტა. პირველ ნახევარში წინ აკადემიას მორაგბეები გავიდნენ - მოძღვრიშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა. ზუსტად ორ წუთში, ლელომ ტაბუცაძის ლელოთი ანგარიში შეამცირა, თუმცა კიასაშვილმა გარდასხვა ვერ გამოიყენა. მას 39-ე წუთზე ამჯერად ჯარიმის გატანის საშუალება მიეცა, რომელიც არ გაუცუდებია და პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით 8:6 დასრულდა.

 

პირველისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი ლელოს უპირატესობით დაიწყო. 4 წუთიან ინტერვალში კიასაშვილს დარტყმის საშუალება ორჯერ მიეცა და მისი გუნდისთვის 6 ქულაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ აკადემია გააქტიურდა, 66-ე წუთზე ლელოც დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, ტაიმიც 7:6 მოიგეს, თუმცა ეს შედეგი ფრესთვისაც არ ეყოთ.

 

საბოლოოდ 14:13 ლელოს სასარგებლოდ.