გორგოძე ნანტის ტურნირის ფინალში ითამაშებს!

ქართველი ტურნირის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია

წყვილთა თანრიგში, ეკატერინე გორგოძე ნანტის 60 ათას დოლარიანი ტურნირის ფინალში ითამაშებს.

 

ქართველი ჩოგბურთელი უზბეკ აკგულ ანანმურადოვთან ერთად ასპარეზობს და ნახევაფინალში ფრანგები - ესტელ კასკინო და ეიქსანე ლეჩემია დაამარცხეს (7:6; 6:4). აღსანიშნავია, რომ წინა ორი გამარჯვებაც (მილენ ჰალემაი-მანონ ლეონარი და ლუდმილა ბენშეიხსი-ალის ტუბელოსი) ფრანგებთან იზეიმეს.

 

გორგოძე-ანანმურადოვის წყვილი ფინალში ჰეისენი-საზიკოვასა და ეკანი-გეორგეს წყვილებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.