ჰაკა - რაგბის დიდებული რიტუალი. რას აღნიშნავს თითოეული მოძრაობა და შეძახილი?

ჰაკას შესრულების დროს ადამიანში მკვლელის, მონადირისა და მეომრის ინსტინქტი იღვიძებს

ოკეანიის ხალხთა საბრძოლო ცეკვები რაგბის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია - ნამდვილი ფსიქოლოგიური იერიში, რომლის მიზანია მეტოქის დაშინება და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება. ფართო საზოგადოება ჰაკას ყველაზე კარგად ახალი ზელანდიის მაგალითით იცნობს, ჰაკას სახელწოდებით სწორედ მას მოვიხსენიებთ. მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოა აღნიშნული ცეკვის განსხვავებულად აღქმა - მისი შესრულების დროს ადამიანში მკვლელის, მონადირისა და მეომრის ინსტინქტი იღვიძებს. იფრქვევა აგრესია, სისხლის წყურვილი და იწყება ომისთვის სამზადისი.

 

აღნიშნული რიტუალის საომარი სულისკვეთება ყველაზე ნათლად რაგბიში ჩანს. ბევრისთვის უცნობია, რომ ზელანდიელებს (და არამხოლოდ მათ) ჰაკას უამრავი ვარიაცია აქვთ. 2011 წლის მსოფლიო თასზე ჩვენ ვიხილეთ ამ ცეკვის სრული ვერსია. ამ საბრძოლო ცეკვის ყველაზე ცნობილი სახეობაა  “Ka Mate”, რომელიც All Blacks-მა 3-ჯერ შემოგვთავაზა. 


ჰაკა იაპონიასთან -

 

 


სოლოს ასრულებს პირი ვეპუ (Piri Weepu), წარმოშობით ეს სპორტსმენი მაორის ტომიდანაა
ჰაკა „Ka Mate“ დაახლოებით 200 წლის წინ შეიქმნა. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მას რაგბიში გამოიყენებენ, იქამდე კი აღნიშნული რიტუალი საომარ მოქმედებებში გამოიყენებოდა, მაგალითად - პირველ მსოფლიო ომის დროს.
ლეგენდის თანახმად, Ka Mate-ს ავტორი, ზელანდიელი ბელადი Te Rauparaha, ომში მტრებისგან თავის დაღწევის მიზნით თანამებრძოლმა შეიფარა და დამალა. ის სპეციალურად ამოთხრილ ორმოში ჩავიდა. ერთხელაც მას ზემოდან უცნაური ხმაური მოესმა, რა დროსაც იფიქრა, რომ მტრებმა მიაგნეს. ბელადს ეგონა, რომ გარდაუვალი სიკვდილი მოუახლოვდა. ამოუცნობმა პირმა ორმოს სახურავი ახადა, მაგრამ მტრის ნაცვლად Te Rauparaha-ს წინაშე მისი მხსნელი და თანამებრძოლი - Te Whareangi წარსდგა (მისი სახელი თმიან კაცს ნიშნავს). ჰაკას დედა აზრი სიმღერის სახით სიკვდილისგან სასწაულებრივად გადარჩენილთა სიხარული და ბედნიერებაა.

 

ჰაკას იწყებს ლიდერი (სოლისტი):

 

Ringa pakia!     -      ხელები წელზე!

 

Uma tiraha!     -       მკერდით წინ!

 

Turi whatia!    -        მოხარეთ მუხლები!

 

Hope whai ake!   -   ბარძაყები წინ!

 

Waewae takahia kia kino!      -     ფეხები ისე ძლიერად აბრახუნეთ, როგორც შეგიძლიათ!

 

შემდეგ მოდის ძირითადი ნაწილი:

 

Ka mate, ka mate! ka ora! ka ora!   -   ვიღუპები, ვიღუპები! ცოცხალი ვარ! ცოცხალი ვარ!

 

Ka mate! ka mate! ka ora! ka ora!   -    ვიღუპები! ვიღუპები! ცოცხალი ვარ! ცოცხალი ვარ!

 

Tēnei te tangata pūhuruhuru        -       მაგრამ თმიანმა კაცმა

 

Nāna nei i tiki mai whakawhiti te rā    -   მოიტანა მზე და აანთო ის

 

Ā, upane! ka upane!         -        ნაბიჯი წინ! კიდევ ნაბიჯი წინ!

 

Ā, upane, ka upane, whiti te ra!     -      ნაბიჯი მაღლა, მზის მიმართულებით! 

 

Hi!                            -                      აღსდექ! 

 

გარდა იმისა, რომ “Ka Mate” აღწერს ზელანდიელი ბელადის მოულოდნელ გადარჩენას, ის ასევე გამოხატავს მაორის ტომის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მზის კულტისადმი.

ახალი ზელანდიის გარდა ამ საბრძოლო ცეკვას სხვა გუნდებიც ასრულებენ, მაგალითად - ტონგა, ფიჯი, სამოა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ჰაკა მხოლოდ მაორის ტომის საბრძოლო რიტუალია. სხვა ხალხების ცეკვებს ჰქვია „Kailao“, ერთ-ერთი მათგანი, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი „Sipi Tau“-ს სახელწოდებითაა ცნობილი. სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება ყველაზე ხშირად. გავიხსენოთ ტონგას და კანადას შორის 2011 წელს გამართული შეხვედრა, რომლის დაწყებამდე ტონგას გუნდმა საბრძოლო Sipi Tau შეასრულა.

 

სოლოს ასრულებს ფინაუ მაკა (გუნდის კაპიტანი)

 
ტექსტი ასე ითარგმნება:

 

განვუცხადოთ მთელ სამყაროს -

ფსოვებმა გაშალეს ფრთები!

დაე ეშინოდეთ უცხოტომელებს

ახლა მე, სულების მშთანთქავი ყველგან ვარ

საკუთარ თავში ვეშვიდობები ადამიანს

მე ვსვამ ოკეანეს, ვშთანთქავ ცეცხლს

სიკვდილსა და გამარჯვებას მშვიდად ვეგებები

ჩვენ, ტონგელები, მზად ვარ მოვკვდეთასეთი რწმენით.

ჩვენ მზად ვართ დავთმოთ ყველაფერი.

 

აღნიშნული ჰაკას წყალობით Te Mātārae i Orehu-ს კოლექტივმა გაიმარჯვა Te Matatini-ს მაორის კულტურის ფესტივალზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

 

 

დავუბრუნდეთ ზელანდიელთა ჰაკას. 2005 წელს დერეკ ლარდელიმ 1925 წელს სარაგბო ნაკრებისთვის სპეციალურად შექმნილი ჰაკა (Kapa o Pango) შეასრულა. უჩვეულო ის იყო, რომ მან ეს განსხვავებულ სტილში გააკეთა, რამაც გულშემატკივართა რიგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

 

All Blacks - შევუერთდეთ მიწას!

 

Ko Aotearoa e ngunguru nei!    -    აი ისიც, ჩვენი მქუხარე მიწა!

 

Au, au, aue hā!        -          ახლა ჩემი დროა, ჩემი მომენტი!

 

Ko Kapa o Pango e ngunguru nei!     -      ეს ვართ ჩვენ – All Blacks!

 

Au, au, aue hā!        -          ახლა ჩემი დროა, ჩემი მომენტი!

 

Ka tū te ihiihi        -         ჩვენი ძალაუფლება

 

Ka tū te wanawana       -      ჩვენი უპირატესობა იზეიმებს

 

Ki runga ki te rangi e tū iho nei, tū iho nei, hī!  -   და გაბრწყინდება!

 

Ponga rā!        -          ვერცხლისფერი გვიმრა!

 

Kapa o Pango, aue hī!      -       All Blacks!

 

აღსანიშნავია, რომ ტექსტი სრულიად განსხვავდება კლასიკური ვარიანტისგან, თუმცა საინტერესოა ჟესტები, რომლებიც გამოიყენეს საფრანგეთთან მატჩის წინ. 

 


 

პირველად ამ ჰაკას ლიდერობდა ზელანდიელთა ლეგენდარული კაპიტანი ტანა უმანგა, თუმცა გაცილებით მეტი ემოცია მოედინება პირი ვეეპუს ჟესტებიდან. მაყურებლისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ალი უილიამსის ჟესტი, რომელსაც, ალბათ, თქვენც დააკვირდით. ახალი ზელანდიის სარაგბო კავშირმა განმარტა, რომ მაორის ტომის სიმბოლიკაში ის განსხვავებულად განიმარტება და უფრო პოზიტიურ ხასიათს ატარებს, თუმცა ხელების მეშვეობით ყელის გამოჭრის მუქარა სპორტულმა სამყარომ განსხვავებულად აღიქვა.

 

 

როგორც წესი, ოლ ბლექსი ჰაკას კლასიკურ ვარიანტს ასრულებს, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ისინი Kapa o Pango-ს იყენებდნენ. ჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც საფრანგეთი? გავიხსენოთ 1999 წლის პლეი-ოფი, როდესაც საფრანგეთმა ახალი ზელანდია ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხა. სწორედ ამიტომ 2005 წლის მსოფლიო თასზე შავებმა ემოციურად დატვირთული და მეტად აგრესიული საბრძოლო ცეკვის შესრულება გადაწყვიტეს. აღნიშნული შეხვედრა მათი გამარჯვებით, ანგარიშით 37-17 დასრულდა.