შენგელია MVP - ქართველმა ბაიერნი დაჩაგრა!

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში

ევროლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ბასკონიამ ბაიერნი მიიღო და, დიდი ანგარიშით, 93:60 დაამარცხა. 

 

ორივე გუნდის რიგებში ყველაზე გამოსარჩევი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო (4/8 - ორქულიანი; 2/2 სამქულიანი; 5/5 საჯარიმო) სამი მოხსნა და ორი პასიც გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +28 იყო.

 

ამ გამარჯვებით ბასკონია ევროლიგის ცხრილში მე-7 ადგილზე გადავიდა.