ბითაძე: 10 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება!

ინდიანას მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი იყო. 

გოგა ბითაძემ კლივლენდთან მაგრად ითამაშა.  

პეისერზი ძირითადის ცენტრის - მაილზ ტერნერის გარეშე შეასკდა გუნდს, რომელიც მოულოდნელად კარგ კალათბურთს ყომარობს.

და, ინდიანამ მოიგო. ზედიზედ მეორე ჩეხვა. გოგა, რომელსავ მეორედ დაუძახეს, ძალიან კარგი, სანდო იყო. გოგამ გუნდს კარგი ტალღა მისცა და პეისერზმა ეს გამოიყენა.

10 ქულა! 7/3 ზუსტი სროლა, 1 სამიანი, 4/3 საჯარიმო. ბითაძემ ნდობას კარგი სროლით უპასუხა. მწვრთნელები მას თითქმის 25 წუთს აძლევენ და ეს უკვე თემაა.

გოგამ მატჩის გადამწყვეტი (12:3) გაქცევის დროს სამიანი ხია. გოგამ 4 დაფარებაც დაირტყა!

ჩვენი ბიჭი ინდიანას სათადარიგოებიდან საუკეთესო იყო.

 

გოგამ დაგლიჯა

ეს კომენტარი შეხვედრის შემდეგ პეისერზის მცველმა ჯერემი ლამბმა გააკეთა. და, ლამბი ასიანი იყო. და, ჩვენმა კოლეგებმა გოგაც შეაწუხეს.

გოგა ბითაძე: „მწვრთნელებმა მითხრეს, მზად იყავი, ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიშვათ. ჩვენ ერთმანეთისთვის ვთამაშობთ. ეს არ შეიცვლება.“

კარგი მოთამაშის სწორი კომენტარი.

შეაქო სათადარიგოები ნეიტ მაკმილანმაც. ინდიანას მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი იყო. ბიჭებმა საშინაო დავალება კარგად შეასრულეს, დაგლიჯეს.

შემდეგი ტესტი - სახლში, ჩიკაგოსთან. მოსაგებია.

 

დღის მატჩი

ინდიანა - კლივლენდი 102:95 (19:26, 23:11, 26:24, 34:34)

ინდიანა: ბროგდონი (25), საბონისი (18, 17 მოხსნა), ბითაძე (25 წუთი, 10, 9 მოხსნა, 4 დაფარება, 3 ფოლი, 2 შეცდომა).

კლივლენდი: ლავი (22, 17 მოხსნა), სექსტონი (21), კლარქსონი (20).