ოპტიმუს პრაიმი

ჯეიმსის პასით დენი გრინმა ძირითადის ბოლო წამებზე დამატებითი დრო თქვა. 

ლეიკერსმა დალასში 119:110 დასვა. დამატებით დროში. ლუკა დონჩიჩის კიდევ ერთი სამმაგი დუბლი (31, 15 პასი, 13 მოხსნა) ოპტიმუს პრაიმმა გადაფარა.

ლებრონი პრაიმის პრაიმია. ჯეიმსმა დაისვენა და დალასთან განადგურების ღილაკს დააჭირა. და, ჩაირთო. მისია - გაანადგურე დალასი. უფრო დაუნდობელი, ვიდრე - ტერმინატორი, რომელსაც სარა კონორი უნდა მოეკლა.

ჯეიმსმა დალასი მოკლა.

როდესაცლებრონი იწყებდა ამ მწვანე მილის გავლას, იქ, ევროპაში, პატარა კაცუნა მის კალათბურთზე იზრდებოდა, კლასიკას უყურებდა. ის კაცუნა დღეს დალასის ლიდერია. ლუკა დონჩიჩი. რომელიც ლიგის ისტორიაში სამმაგი დუბლებით ყველაზე დეკორირებული  ახალგაზრდა მოთამაშეა. ლუკას 21-წლამდელებში 10 ტრიპლ დაბლი აქვს. ლებრონს ამ ასაკში - 5.

ლებრონმა 39 ქულა აიღო. ამ სეზონის პირადი რეკორდი. ლებრონმა 16 პასი და 10 მოხსნაც გაშანსა.

ლებრონი იყო ორკესტრი და ლებრონმა კარიერაში 82-ე სამმაგი გააკეთა. დაუნდობლობა.

ჯეიმსის პასით დენი გრინმა ძირითადის ბოლო წამებზე დამატებითი დრო თქვა. და, იქ. ლებრონმა ჩარეცხა დალასი.

შემდეგი გაჩერება - სან ანტონიოში.

ჯეიმსი პოპოვიჩის გუნდს დაელაპარაკება.