მარადონა: ინგლისს მარჯვენა ხელით გავუტანდი

დიეგო მარადონას 1986 წლის მუნდიალზე ინგლისთან გატანილი პირველი გოლი გაახსენეს. ჰკითხეს, ჩათვლიდნენ თუ არა გოლს, VAR–ის სისტემა მაშინაც რომ ყოფილიყო.

„ნეტავ შეგვეძლოს, რომ დრო უკან დაგვებრუნებინა. ინგლისელებს დავპირდებოდი, რომ მარცხენა ხელს აღარ გამოვიყენებდი. სამაგიეროდ, მარჯვენათი გავუტანდი“ – მოჰყავს მარადონას სიტყვები Daily Mail–ს.

 

„ღმერთის ხელით“ გატანილს (როგორც თავად მარადონამ თქვა) სამ წუტში როგორი გოლი მიაყოლა, ყველამ იცის.