დასწრების მხრივ იტალიური რეკორდი - რომელი ლიგაა პირველი?

იტალიამ ოცდამეერთე საუკუნეში რეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატი „კალჩოპოლის“ სკანდალამდე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღეს არის, თუმცა გასაკვირი ფაქტია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში სერია ა-ს ყველაზე უკეთესი დასწრება სწორედ მიმდინარე სეზონში აქვს - საშუალოდ ყველა მატჩში 27 ათასი. ეს ციფრი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერგამოში ატალანტას სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ტრიბუნები სრულად ვერ იტვირთება.

 

ამას ხელი მრავალმა ფაქტორმა შეუწყო, მივყვეთ თანმიმდევრობით.

 

სერია ბ-ში ემპოლი გავარდა, რომელსაც საშუალოდ 9 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, მისი ადგილი კი ლეჩემ დაიკავა, საოცარი გულშემატკივრებით, რომლებიც სტადიონს ქომაგობის გარეშე არ ტოვებენ, საშუალოდ - 24.7 ათასი.

 

მოძლიერდნენ მილანური გრანდებიც, ინტერი კი სულაც სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატია - ნერაძურის თამაშებზე დასწრებამ საშუალოდ 3 ათასით მოიმატა, მილანისამ კი 2 ათასით.

 

იუვენტუსი ახალი არენა 41.5 ათას მაყურებელს იტევს და სტაბილურად თითქმის ყოველთვის სავსეა.

 

ნეაპოლში, სან პაულოზე თამაშს ყველა გუნდი უფრთხის, იქაური ულტრასები ხომ ყველას შიშის ზარს სცემენ. მიუხედავად ამისა, სამხრეთელები დასწრების მხრივ მხოლოდ მეექვსე ადგილზე არიან - 35,6 ათასი სეზონში (სტადიონი 55 ათას გულშემატკივარს იტევს)

 

სერია ა-ს უკეთესი სეზონებიც ახსოვს, 1997-98 წლების სეზონში საშუალოდ 31 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

 

საშუალოდ, იტალიაში პირველ ხუთ ადგილზე დასწრების მიხედვით მოწინავე პოზიციებზე ეს გუნდები არიან

 

1)      ინტერი -63,2

2)      მილანი -56,1

3)      იუვენტუსი -39,7

4)      რომა - 36,7

5)      ფიორენტინა - 35,8

 

 

ყველაზე მცირე  დასწრება:

1)      სასუოლო- 12,6

2)      სპალი-13 

3)      ატალანტა-14,5

4)      ბრეშა - 15,6

5)      კალიარი 15,7

 

 

 

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი სეზონისა, ტოპ 5 ჩემპიონატიდან იტალია მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ ლიგა 1-ს უსწრებს.

 

 

1)      ბუნდესლიგა - 40.3 ათასი

2)      პრემიერლიგა 39.8 ათასი

3)      ლა ლიგა 28.9 ათასი

4)      სერია ა - 27 ათასი

5)      ლიგა 1 – 22,7 ათასი