სამხრეთ აფრიკა მეცხრე ცაზე!

სამხრეთ აფრიკა რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონია! ისტორიაში მესამედ და თანაც, ყოველ 12 წელიწადში ერთხელ. 1995, 2007, 2019. და აი, 2007–ში სწორედ ინგლისელებს მოუგო ფინალი. ამჯერადაც იგივე გამეორდა.

ბრიტანელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ეს ფინალია და რასი ერასმუსის გაწვრთნილებმა აშკარად უკეთ ითამაშეს. ერთი ლელოც კი არ დაადებინეს ინგლისს. ასე, რომ კითხვებიც არ დარჩენილა.

 

ალბათ, საკვანძო იყო პირველი ლელო, რომელიც 66–ე წუთზე დადეს. თან, მშვენიერი კომბინაციით, ფეხით თამაშიც რომ ჩააქსოვეს. ჩესლინ კოლბეს მეორე ლელო კი საკონტროლო გამოდგა...

 

ეს იყო მეცხრე მსოფლიო თასი. 3–3 ჩემპიონობა აქვთ სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას. 2–ჯერ გახდა ავსტრალია და ერთხელ – ინგლისი. ზელანდიელებს ერთი ფინალი აქვთ წაგებული და ისიც სამხრეთაფრიკელებთან, 1995 წელს.

 

 

ამხრეთ აფრიკა – ინგლისი 32:12 

 

სამხრეთ აფრიკა: ლელო – მაპიმპი (66), კოლბე (74);  გარდასახვა – პოლარდი (67, 75); ჯარიმები – პოლარდი (10, 26, 39, 43, 46, 58)

 

ინგლისი: ჯარიმა – ფარელი (23, 35, 52, 60)