მერანი – ეროვნულ ლიგაში ოფიციალურად

თბილისის მერანმა ელიგა2–ის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა უმაღლესის საგზური. მერანმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა სეზონი, აი, დღესაც დიდი ანგარიშით მოუგო შევარდენს (4:0) და 14 ქულით გაუსწრო მეორეადგილოსან სამტრედიას.

მერანს მეტწილად 30–ს გადაცილებული ფეხბურთელები ჰყავს. თევდორაძე, შეყრილაძე; ქარქუზაშვილი, ფოფხაძე, მიქაბერიძე, ბოლქვაძე, დეისაძე, გეწაძე, ფიფია, დათუნაიშვილი, კახელიშვილი... ჰყავთ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნიქაბაძე (26 გოლი), გოგოლაშვილი, გაბისკირია, შარიქაძე, თევზაძე, ხაბელაშვილი, გაფრინდაშვილი, შენგელიძე, სამხარაძე...

 

გუნდმა წლეულს საქართველოს თასზე თბილისის დინამო გამოთიშა. მეოთხედფინალამდე მივიდა და საბურთალოსთან გავარდა.  

 

ზოგადად, ელიგა 2 შარშანდელივით ძლიერი ვერ არის. ბევრი გუნდი ისე დასუსტდა, რომ მერანი მათ ფონზე გრანდივითაა და როგორც იტყვიან, ცალი ფეხით მოიგო თამაშები.  

 

მერანი–შევარდენი 4:0

გოლები: 1:0 ფიფია (22 პენ), 2:0 მიქაბერიძე (28), 3:0 დეისაძე (54), 4:0 ფიფია (74)