გორგოძე ნანტის ტურნირის გამარჯვებულია

27 წლის ჩოგბურთელმა გადამწყვეტი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ნანტის ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომლის მეწყვილეც უზბეკი აგკულ ამანმურადოვა იყო, რუსი იანა სიზიკოვა და გერმანელი ვივიან ჰეისენი 2 სეტში 7:6; 6:3 დაამარცხა. გორგოძეს და მის მეწყვილეს ფინალის მოსაგებად საათი და 26 წუთი დასჭირდათ.

 

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ და ამანმურადოვამ ნახევარფინალში ფრანგ ესტელ კასიკინოს და მის თანამემამულე ეიქსანა ლეჩემიას (7:6; 6:4) მოუგეს. აქვე გეტყვით, რომ ნანტის ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათას დოლარს შეადგენს.