მიშველიძის ოქროები

ქართველი სპორტსმენის ბრწყინვალე გამოსვლა ბელორუსში

ბელარუსში მიმდინარე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ წარმატებულად იასპარეზა. ჩვენმა თანამემამულემ სამივე დისციპლინაში ოქროს მედალი აიღო.

 

მიშველიძემ ატაცში 118/123 კგ. ასწია, ხოლო აკვრაში 137/143 კგ. დაძლია. რაც შეეხება ორჭიდს, ჩვენებურმა ჯამში 266 კილოგრამს მოუყარა თავი და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

 

აღნიშნულ წარმატებასთან ერთად შოთა მიშველიძემ ბონუსად, ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც მიითვალა.