ზივზივაძემ ჩემპიონს გაუტანა

ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატში მეზოგოვეშდი, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, ლაშა დვალის ფერენცვაროშს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სასიხარულოა, რომ სტუმართაგან გოლი სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

 

აღსანიშნავია, რომ ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ამ სეზონში 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 9 მატჩში გატანილი 5 გოლია. რაც შეეხება მოქმედი ჩემპიონი ფერენცვაროშის ქართველ ლეგიონერს, ლაშა დვალი განაცხადში არ ყოფილა. იგი ტრავმირებული იყო და ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.