თორი

საუკეთესო ევროფორვარდი. სამაგალითო კაპიტანი.

ჩემი საყვარელი პერსონაჟი შურისმაძიებლებიდან. ღმერთი, რომელიც ძალით, ერთგულებით, გულით და ღიმილით იბრძვის საკუთარი ხალხისთვის. რომელიც არ ისვენებს და ერისთვის ყველაფერზე მიდის. თუნდაც, ტკივილზე, რომელსაც თვითონ ბევრს გასცემს.

თორნიკე შენგელია თორია. ბასკონია - ასგაარდი. და ჩვენი ბიჭი იცავს გუნდს, მეგობრებს. რომ  ვინმემ არ აწყენინოს, არ წაართვას სიმშვიდე, არ დაუფრთხოს ძილი.

თორნიკე ევროლიგის მიმდინარე რეგულარულში მეორედ გახდა MVP. თოკომ საქმეს მიხედა.

ბაიერნი კალათბურთში ჯერ ვერ ფავორიტობს. ნორმალური მოთამაშეები, გრეგ მონრო და საინტერესო ეპიზოდები ტურნირის დროს - ეს ბაიერნია.

და, ბასკონიამ 93:60  დაშალა მოწინააღმდეგე.

თორნიკე - 19 ქულა (13 - პირველ მეოთხედში), 3 მოხსნა, 2 პასი, საკაიფო დაცვა და ლიდერობა. ამ კომპონენტებით შენგელიამ მიიღო მარგი ქმედების კოეფიციენტი 28.

საუკეთესო ევროფორვარდი. სამაგალითო კაპიტანი.

თორი, რომელიც კიდევ ბევრჯერ დაიცავს თავის ხალხს.

თავი დახარეთ.