დიაზი VS მასვიდალი - Baddest Mother F**ker გამოვლენილია! (+ვიდეო)

UFC-ის ორმა ვარსკვლავმა BMF-ის ქამრისთვის იჩხუბა

ნიუ იორკი, UFC 244 - ხორხე მასვიდალმა და ნეიტ დიაზმა BMF-ის ქამრისთვის იჩხუბეს. აფიშა უკვე ყველაფერს ამბობდა და ამ სპორტის გულშემატკივრებიც შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. საქართველოს დროით გამთენიისას, UFC-ის ორი ვარსკვლავი ოქტაგონზე ჩაიკეტა და დიდებული სანახაობა შემოგვთვაზა

 

მიუხედავად იმისა, რომ ხორხე მასვიდალმა ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი შეასრულა, ექსპერტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში გადაწყვეტილების მიღება ბოლოს მაინც მსაჯებს დასჭირდებოდათ. 

 

ყველაფერი ასეც მოხდა. ნათლად ჩანდა, რომ ოქტაგონზე ორი დიდი მებრძოლი იდგა. სამივე რაუნდის განმავლობაში ხორხე მასვიდალი დიდ უპირატესობას ფლობდა, დიაზს ხშირად წაქცეულს ვხედავდით და სახიდან სისხლიც ჭარბი რაოდენობით ჩამოსდიოდა, თუმცა, როგორც ამ მებრძოლს ახასიათებს, საოცარი გამძლეობა გამოამჟღავნა და მასვიდალს ხურდას რიგ შემთხვევებში უბრუნებდა კიდეც. საბოლოოდ, ექიმების გადაწყვეტილებით, მე-4 რაუნდში, დიაზის თვალის პრობლემის გამო, ბრძოლა შეწყდა.

 

საერთო სურათს თუ შევხედავთ, მასვიდალმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან BMF-ის ქამარი (Baddest Mother F**ker) ტიტული მიიღო. 

 

ნეით დიაზმა კი რევანშის სურვილი გამოთქვა.