ბავშვები მოდიან

სინერი ყველაზე ახალგაზრდაა. 

მილანში ყველაზე მაგარი ბავშვების, ATP-ს საუკეთესო თინეიჯერების (U21) გარჩევები იწყება.

მსოფლიოს  არაოფიციალური ჩემპიონატი ჩოგბურთში. პატარებში.

 

A ჯგუფი: ალექს დე მინორი (ავსტრალია, 20 წლის, რეიტინგში - 18), კასპერ რუუდი (ნორვეგია, 20 წლის, 63), მიომირ კეჩმანოვიჩი (სერბეთი, 20 წლის, 55), ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა (ესპანეთი, 20 წლის, 82).

B ჯგუფი: ფრენსის ტიაფო (აშშ, 21 წლის, 46), უგო უმბერი (საფრანგეთი, 21 წლის, 56), მიკაელ იმერი (შვედეთი, 21 წლის, 73), იანიკ სინერი (იტალია, 18 წლის, 93).

 

ფავორიტი: დე მინორი. პირველი ოცეულის წევრი, რომელმაც მაგრად მოუმატა. ალექსი სწრაფია, ალექსი კარგია ჭერქვეშა ჰარდზე და ალექსმა იცის, რომ ის ფავორიტია. დე მინორი პირველად შეხვდება ჯგუფელებს პრო-ტურზე. საინტერესო გარჩევები იქნება.

ველური ბარათი: სინერი ყველაზე ახალგაზრდაა. სინერს აქვს არარეალური თამაში და იტალიელმა უკვე მოასწრო ანტვერპენის ნახევარფინალში შესვლა. მოურიდებელი, სწრაფი და აგრესიული - სინერი იდეალური მოთამაშე გახდება.

ფინალისტები: რუუდი სეზონის სტარტზე ჰიუსტონის ფინალამდე მივიდა. რუუდი ძალიან კარგი უკანახაზელია. კეჩმანოვიჩი ზის ნოვაკის და როჯერის ჩოგბურთზე, არ არღვევს ამ დიეტას და ანტალიას ფინალისტია. კარგი მოსწავლე.

ფრანგი მოკავშირე: უმბერმა მოუმატა და მონაწილეებში საუკეთესო ჩაწოდება აქვს. ფრანგი გიტევს, ფრანგი ვერ თამაშობს მეორე ნომრად და ფრანგი არ ითიშება მატჩიდან. უმბერს ყველაზე მეტი ეისი ექნება. საშუალოდ.

მილანი. 5-11 ნოემბერი.

წამოიღებს