მაჰრეზი: გაანებე ჩემს ცოლს თავი!...

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა ცნობილ მოკრივე დეონტეი უაილდერზე თქვა, ჩემს ცოლს ეფლირტავებაო. 

The Sun-ის ინფორმაციით, მაჰრეზის მეუღლე რიტა ღამის კლუბში დაინახეს უაილდერთან ერთად. ისინი ხმამაღლა იცინოდნენ და ნასვამებიც იყვნენ. ზოგადად, იმ კლუბში ხშირად დადიან მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები და მათი მეუღლეებიც.

 

ამაზე უცებ „ცისფერი მთების“ პერსონაჟი გაგახსენდება, ფრანგულის მოყვარულ შუქრის რომ შეუვარდება დარბაზში - გაანებე ჩემს ცოლს თავიო...

 

მაჰრეზი და რიტა 2015 წელს დაქორწინდნენ, როცა ალჟირელი ლესტერის ფეხბურთელი გახლდათ. სხვათა შორის, რიტა ადრეც მოხვდა გაზეტის ფურცლებზე: მანქანას გადაჭარბებული სისწრაფით ატარებდა.