ათეულობით კილომეტრი ქართველი სპორტსმენეიბისთვის - ფერეიდნელი ქართველის ისტორია

"ათობით კილომეტრი გამოიარა, რომ ჩვენ ქართველები ვენახეთ. ცრემლებით სავსე თვალები ჰქონდა"

ზაფხულში, ტორპედოდან მაქსიმე ქვილითაია და რუსთავიდან ლუკა გადრანი ირანის შაჰინ ბუშერში თავისუფალი აგენტების სტატუსით გადაბარგდნენ. ირანულ კლუბს ახლა რთული პერიოდი უდგას, ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

 

სპორტში წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელებს თავს ძალიან სასიამოვნო და კარგი ისტორია გადახდათ. მაქსიმე ქვილითაია ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გვიზიარებს

 

„დღეს თამაშზე შევხვდით მე და ლუკა ფერეიდნელ ქართველს, რომელმაც ათობით კილომეტრი გამოიარა, რომ ჩვენ ქართველები ვენახეთ. ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე შეხვედრისას, ქართულად ვისაუბრეთ და დიდი სიყვარული გაგვიზიარა.


მადლობა ღმერთს, რომ აძლევს ფერეიდნელ ქართველებს ძალას, 400 წლის განმავლობაში არ დაეკაგად ქართული ენა და კულტურა.

 

ქართული ენა გვაძლიერებს"