ასეთი გოლი სიტი-საუთჰემპტონის შეხვედრებში არ გასულა (+Video)

მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი 2:1 დასრულდა. ინგლისურ საიტებზე გაიხსენეს, რომ 23 წლის წინათ ზუსტად ეს ანგარიში დაფიქსირდა, მაგრამ იმ დროს სიტი პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე იყო.

 და გაიხსენეს ქართველი გიორგი ქინქლაძის სუპერგოლი, როცა ნახევარი საუთჰემპტონი მოატყუა, მერე კი მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

 

„ასეთი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში არასოდეს გასულა“ – წერს Bitterandblue.

 

შეგახსენებთ, სიტი იმ სეზონში მაინც გავარდა პრემიერლიგიდან და ქინქლაძეც გადაჰყვა გუნდს ჩემპიონშიფში.