რეალში ამბოხია

ზიდანს რეალის თამაში მოეწონა

რეალი ბეტისის წინააღმდეგ შეხვედრას, რომელიც 0:0 დამთავრდა, დანაკლისით შეხვდა. მადრიდელებს ბეილი და ხამეს როდრიგესი არ ჰყავდათ, რომლებიც თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ.

 

მატჩის შემდეგ, ზიდანმა თქვა, რომ გუნდში რითმისა და ინტესივობის პრობლემა არ იყო, ერთადერთი რაც დააკლდათ - ეს გოლია.

 

მიუხედავად ამისა, ხამესმა და ბეილმა, სანამ შეხვედრა დასრულდებოდა, სტადიონი 10 წუთით ადრე დატოვეს... უელსელი ასე პირველად არ იქცევა, რაც, სავარაუდოდ, იმას მოასწავებს რომ გუნდს ორივე ფეხბურთელი დატოვებს...