ლამპარდის რეკორდი

ჩელსის ლეგენდა კარგი მწვრთნელიც გამოდგა...

ჩელსის მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი სეზონს შთამბეჭდავად აგრძელებს. მან კლუბის რეკორდი გაიმეორა, რომელიც არისტოკრატებმა 30 წლის წინ ბობი კემპელის თაოსნობით მიაღწიეს.

 

ჩელსიმ გასვლით შეხვედრაში უოტფორდი (2:1) ტამი აბრაჰამისა და კრისტიან პულისიჩის გოლებით დაამარცხა, რის შედეგადაც არისტოკრატებმა ზედიზედ 7 გასვლითი მატჩი მოიგეს. 

 

რაც შეეხება გოლის ავტორებს, აბრაჰამმა გასვლით 7 შეხვედრაში უკვე მეექვსე გოლი გაიტანა.

 

შემდეგი საგარეო მატჩი ლამპარდის შეგირდებს პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან ეტიჰადზე ელოდებათ...