ვოლკოვმა აზერბაიჯანში გაიტანა

ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეათე ტურში გაბალამ ბაქოს საბაჰს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთაგან ეს ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა მეტოქის კარი ზედიზედ მეორე მატჩში აიღო. აქვე გეტყვით, რომ ვოლკოვმაც და გიგაურმაც მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

 

გაბალას კარგი დრო არ უდგას. გუნდს 6 ქულა აქვს და ბოლო მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში აზერბაიჯანული გუნდი სებაილს დაუხვდება.