ანდრე გომეშმა კოჭი მოიტეხა (ვიდეო)

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-11 ტურში ევერტონმა ტოტენჰემს უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. 79-ე წუთზე ანრე გომეშმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. სონმა პორტუგალიელისთვის ბურთის ართმევა ვარდნით სცადა, რა დროსაც ევერტონის ნახევარმცველმა კოჭი მოიტეხა.

 

მომენტი მართლაც მძიმე სანახავი იყო. კანფეტების ნახევარმცველმა მოედანი რა თქმა უნდა საკაცით დატოვა. გომეში ევერტონს რამდენიმე თვით დააკლდება.